ერთწლიანი პატიმრობა დასრულებულია - ლაშა ბერიძემ ციხე დატოვა
ერთწლიანი პატიმრობა დასრულებულია. ლაშა ბერიძემ ციხე დატოვა. გლდანის მერვე დადებულებიდან ოთხი ოქტომბრის შეკრების ერთ- ერთი ორგანიზატორი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.
მოვლენების ეპიცენტრია რუსთავის დაწესებულება, საიდანაც წუთი წუთზე მურთაზ ზოდელავა გამოვა.
ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.
რას ედავებოდა გამოძიება დაკავებულებს?
- მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- გური ჟვანია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მსჯავრდადებული - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.