[ღობე] იყო ხაფანგი - პირველი ინტერვიუ ლაშა ბერიძესთან გათავისუფლების შემდეგ
ათონელის რეზიდენციის ღობე იყო ხაფანგი - ამას ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ლაშა ბერიძე "პირველებისთვის" მიცემულ პირველ ინტერვიუში.
პოლკოვნიკის თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე "მთლიანად დანაშაული იქნა შექმნილი".
პატიმრიბიდან გათავისუფლებული ბერიძე ამ დღესთან დაკავშირბით ვრცლად საუბარს აპირებს. ამბობს, რომ საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს ის ღია ეთერში უპასუხებს:
[ხალხს დაუგეს მახე] ვინ - ამაზე ვისაუბრებ გადაცემაში. ასე ცალსახად ვერ იტყვი [ვინ დაუგო მახე ხალხს]. ვერ გეტყვით, ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ [იყო თუ არა ჯგუფში ვინმე მოღალატე ], არა, მე ვერავის ვერაფერს და არც არფერს დავაბრალებ. გამორიცხვა და დაბრალება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გაქვს რაღაც ინფორმაცია. მე სრული რწმენა მაქვს იმ ადამიანების, ვითანაც ერთად ვაორგანიზებდით 4 ოქტომრის ევროვნულ კრებას და არა სხვა რამეს. მე მათ მხარს ვუჭერ და მათთან ერთად სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას. [არსებობდა თუ არა სხვა გეგმა, ვიცოდი თუ არა რომ ათონელის რეზიდენციასთან უნდა ჩავისულიყავით], ამ საკითხებზე მირჩევნია ერთ გადაცემაში ვისუბრო. არაფერს ველოდით, ჩვენ მივდიოდით პრეზიდენტის სასახლესთან პროტესტის გამოსახატად...
სპონტანური გადაწყვეტილება კი არ იყო, ეს ღობე იყო ხაფანგი, რო გაცხადდა ტრიბუნიდან, რომ უნდა გადავაადგილდეთ პრეზიდენტის სასახლისკენ, იქიდან ზუსტად ერთი წუთი არ გასულა, ღობე უკკე გადაქცეული იყო.
მთლიანად დანაშაული იქნა შექმნილი, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია, ეროვნული კრება, სადაც მოსახლეობამ საკუთარი სათქმელი თქვა, რომ მომხდარიყო მისი დისკრედიტაცია და მისი ძალადობად წარმოენა" - უთხრა "პირველებს" ბერიძემ.
პოლკოვნიკის თქმით, 4 ოქტომბრის „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
ლაშა ბერიძემ "პირველებთან" იმ მიზეზებზეც საუბრობს, როს გამოც საპროცესო შეთანხმების დადებას დათანხმდა.
მისი შეფასებით, "ქართული ოცნების" შეთავაზება ყველა მსჯავრდებულმა უნდა გამოიყენოს, რადგან ისინი გარეთ უფრო პროდუქტიულები იქნებიან ვიდრე ციხეში.
ყველას თავისი, ინდივიდუალური გადაწყვეტილება აქვს მისაღები - ვინც გადაწყვიტა, რომ არ არანაირი ფორმით ითანამშრომლოს, მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მე პირადად მიმაჩნია, რომ დღეს მნიშვნელოვანია, გავთავისუფლდეთ. არ დავიწყებ თვალთმაქცობას - არ მინდოდა ციხეში ჯდომა და მაგიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.
მე ამას [საპროცესო გარიგებას] ვხედავ შესაძლებლობად, რეჟიმმა გააღო კარები და თქვა - ასე თუ იზამ გამოხვალ, თუ არადა, იჯდები 7 წელი. მართლა 7 წელი თუ უნდა იყოს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ამას მართლა ციხეში ჯდომა ჯობია.
რახან შესაძლებლობა გაიხსნა, გამოვედი და არანაირ მორალურ სინდისის ქენჯნას არ ვგრძნობ და არც არავის დავანამუსებ"- განმარტა ბერიძემ.
პოლკოვნიკი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროტესტში რჩება და ბრძოლას გააგრძელებს:
ერთი რაც ჩამოყალიბებულად ვიცი - აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ [პროტესტი] უფლება არ გვაქვს დანებების. როგორ და რა ფორმით გავაგრძელებთ, ვისთან ერთად ვიდგებით ან რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ამას დრო და გარკვევა სჭირდება.
ვრჩები წინააღმდეგობაში, ვაპირებ, რომ ვიყო ძალიან აქტიური. მე არ ვარ პოლიტიკოსი, როგორც ერთი ადამიანი, მოქალაქე ვიქნები ძალიან აქტიური. ვაპირებ, მოვითხოვო ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, ჩვენ ეს ნამდვილად გვეკუთვნის. აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას"- აღნიშნა მან.
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დღეს, 4 ნოემბერს, საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ. ზოდელავა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებაში იყო მოთავსებული, გლდანის ციხე დაროვა ლაშა ბერიძემ.
ამავე საქმეზე მსჯავრდადებული ირაკლი ჩხვირკია ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს, გური ჟვანია კი - 16 ნოემბერს.
28 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, ოთხივე მათგანთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.