ლევან მურუსიძე არ იყო არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედი და არც იმ რეჟიმის ავტორი - ირაკლი კობახიძე

05.11.26 13:15
ლევან მურუსიძე არ იყო არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედი და არც იმ რეჟიმის ავტორი - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძეს, რომელიც წინა ხელისუფლების წევრებს აკრძალვით ემუქრება, ამბობს, რომ ლევან მურუსიძესა და სხვა მოსამართლეებთან პრობლემა არ აქვს, რადგან ისინი “სისტემის შემოქმედები“ არ ყოფილან.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში არიან სახეები, რომლებიც „იყვნენ მაშინდელი რეჟიმის შემოქმედნი“.

დამეთანხმებით, რომ 2004-12 წლებში, საქართველოში იყო ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბებული, ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები, რომლესაც დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, და საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ კონკრეტული პარტიების აკრძალვას. არის საკონსტიტუციო სასამართლო, მას ჰყავს შემადგენლობა, რომელიც ლეგიტიმურად განიხილავს ამ საკითხებს, დანარჩენი, კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაშინდელი სისტემის მონაწილე შეიძლება 10 ათასობით ადამიანი, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში დავაყენეთ ამ რეჟიმის შემოქმედების არაკონსტიტუციურობის საკითხი.  ლევან მურუსიძე იყო მოსამართლე მაშინ, არ იყო არც რეჟიმის შემოქმედი, არც ამ რეჟიმის ავტორი, ამ რეჟიმის ავტორები და შემოქმედები ვინ იყვნენ, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოგითვალოთ სახელებით და გვარებით, - ამბობს კობახიძე.