პაპუაშვილი პასუხობს კითხვას, ევროკავშირის კრიტიკის ფონზე, რატომ არ არიან მკაცრი რუსეთის მიმართ
იმ ფონზე, როცა "ოცნება" ევროკავშირს და მის ლიდერებს სისტემატურად აკრიტიკებს და დრევანდელი დრეც არ ყოფილა გამონაკლისი, "პირველების" ჟურნალისტმა შალვა პაპუაშვილს ჰკიტხა, რატომ არ არიან ასეთი მკაცრი თავიანთ განცხადებებში რუსეთის მიერ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარე კითხვის საპასუხოდ რუსეთთან გაწვეტილ დიპლომატიურ ურთიერთობაზე საუბრობს და ისევ ევროპელი დიპლომატების ლანძღვას აგრძელებს:
როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს - ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები იქნება ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, მაგრამ როდესაც აქეთ, მითუმეტეს ამ ცინიკური განცხადებებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას რომ ემიჯნებიან და ქართველ ხალხზე რომ საუბრობენ, ეს არის ტიპიური კოლონიალისტური განცხადება, რომ ქართველ ხალხს გვერდში უდგანან და ხელისუფლებას არა. ეს არის კოლონიალისტური სტილის განცხადება.
იმ სივრცეში, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ამ სივრცეში ვხედავთ ასეთ ცივილიზაციურ უკუსვლას - აქ ჩვენ რა თქმა უდნა ხმამაღალი ვართ, რადგან ჩვენ აქ გვინდა ყოფნა და ჩვენ თუ ევროკავშირში მივედით და იქ დაგვხვდა საბჭოთა კავშირი, ეს არ გვინდა. ამიტომ დროზე არის საჭირო რეაგირებაც, განცხადებაც. ეს არის თავდასხმა მათი მხრიდან და ეს არის ჩვენი პასუხი. აბა ახლა რა ჰგონია, გამოვა ბატონი ჰერჩინსკი დამრიგებლური ტონით, როგორც გუშინ თითქოს ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყოთ და ის იყოს ცეკას მეორე მდივანი, მოსკოვიდან დანიშნული, რომელმაც აქ ნატაციები უნდა გვიკითხოს და ჭკუა გვარიგოს, ამას არ მიიღებს ქართველი ხალხი და არც ჩვენი დამოუკიდებლობის ღირსება", - განაცხადა პაპუაშვილმა.