იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე

05.11.26 17:50
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე

თუ იმას გააფორმებს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც სურს “ქართულ ოცნებას” ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენი მოქალაქე მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს, - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ “ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოების წარმომადგენლებისგან მოესმინათ  მათი შეხედულებები იმ პროცესთან მიმართებაში, რომელიც მიმდინარეობდა წინა კვირას ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში.

საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენ შორის არის სრული თანხვედრა, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ პარტიების გაუქმების წინააღმდეგ მიმართული პროცესი, დასავლური, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული პროცესია, ასევე იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც უნდათ, საქართველო ნახონ ევროპულ ოჯახში. ეს პროცესი არის საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ, რომელსაც სურს საქართველო იყოს ევროპულ ოჯახში, რომელსაც სურს საქართველო იყოს სუვერენული, ძლიერი სახელმწიფო, კეთილდღეობით სავსე სახელმწიფო. აი ამ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულია ეს პროცესი.

ამ პროცესის შედეგები უკვე არის უზარმაზარი უარყოფითი ძალის მქონე ჩვენი ქვეყნისთვის. იმას თუ გააფორმებს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც სურს „ქართულ ოცნებას”, ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენი მოქალაქე მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს!

სარჩელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შეიტანა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა არის ის, რომ ყველამ ერთად შევეცადოთ, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გამოუსწორებელი შედეგების დადგომა”,- თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები