ისრაელის საელჩო ივანიშვილისა და ელჩის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

06.11.26 12:50
ისრაელის საელჩო ივანიშვილისა და ელჩის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელის საელჩო საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და ელჩ ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზე და განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია, მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, გამართული შეხვედრისთვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებზე და განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ისრაელის საელჩო იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესების მიმართულებით თანამშრომლობა კვლავაც განვითარდება და განმტკიცდება", - ნათქვამია განცხადებაში. 

თავდაპირველად შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა.

ინფორმაციით თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. 

შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.

როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.