ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

09.11.26 11:23
ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს.

დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე ასახულია. 

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით, მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. ახალი რეგულაციით, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების ორგანიზებისას გარკვეული საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

მსგავსი სიახლეები