დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

09.11.26 11:55
დააკავეს სამი პირი, რომლებმაც 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანები გაასაღა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღეს 200 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომელთა საერთო ღირებულება 20 000 დოლარს შეადგენს.

საგამოძიებოს ცნობითვე, "ყალბი კუპიურები სრულად ამოღებულია". 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით (ყალბი ფულის დამზადება ან გასაღება) მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები