ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ - სიორიძე
"ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში" - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია გააქროს და გააფორმოს დიქტატურა.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, იმ ისტორიულ დანაშაულში, რომელსაც ივანიშვილი ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით განახორციელოს, მიმდინარე კვირაში განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლო პროცესები „ქართული ოცნების“ იმ აბსურდულ სარჩელზე, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია საერთოდ გააქროს, გააფორმოს დიქტატურა, რომლითაც ცდილობს „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული, ანტიდასავლური, პრორუსული პოლიტიკა კონსტიტუციურ ვალდებულებად გვიქციოს“ - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.