ცნობილია, ვის გაეზრდება ხელფასი იანვრიდან

09.11.26 13:44
ცნობილია, ვის გაეზრდება ხელფასი იანვრიდან

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ფონდი 395 მლნ ლარით იზრდება - ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1 735 ლარი გახდება. [შედარებისთვის, 2026 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო - 1 600 ლარს შეადგენდა].

შედეგად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო 8.4%-ით გაიზრდება. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.

შედეგად, მომავალი წლიდან, პრეზიდენტისა და პრემიერის ხელფასი - თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი; მინისტრის - თვეში 14 747 ლარი, წლიურად 176 970 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის – თვეში 17 350 ლარი, წლიურად 208 200 ლარი; პარლამენტის წევრის - თვეში 13 880 ლარი, წლიურად 166 560 ლარი. {შენიშვნა: აღნიშნული თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით}.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები