9 წელი საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდნენ, ჩამოვიდა და ამისთვის ასამართლებენ - სააკაშვილის ადვოკატი

09.12.21 11:09
9 წელი საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდნენ, ჩამოვიდა და ამისთვის ასამართლებენ - სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს. 

როგორც შოთა თუთბერიძემ "პირველებს" განუცხადა, საქმე პოლიტიკურია და მიხეილ სააკაშვილის განეიტრალებას ისახავს მიზნად: 

ბოლო 9 წელია, მას ემუქრებიან, ეჩხუბებიან, ეხვეწებიან, მათ შორის ხელისუფლების წევრები, რომ ჩამოვიდეს საქართველოში. ბოლოს და ბოლოს მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და ახლა ხელისუფლება ასამართლებს იმისთვის, რომ ჩამოვიდა საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არათუ მართლმსაჯულების აღსრულების სურვილი აქვს, არამედ ამოძრავებს და ამოძრავებდა ერთადერთი მიზეზი - რაც პრემიერმა საჯაროდ განაცხადა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორება. ეს რა თქმა უნდა, არ მოხდა და მიხეილ სააკაშვილის "რეალური დანაშაული" არის ის, რომ მან განაგრძო ქართულ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა და მან განაგრძო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა" -  აცხადებს შოთა თუთბერიძე. 

საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მას მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ დაესწრება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები