"ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ქართულ-ჩინურ მეგობრობაზე ფილმი გადაიღო
„ქართული ოცნება“ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ისტორიულ მოვლენად აფასებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთი მშვიდობიანი განვითარებისა და მოდერნიზაციისკენ ორიენტირებული ზესახელმწიფოა, მისი მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტის მნიშვნელობა კი ოპოზიციამ ვერ შეაფასა.
დეპუტატის თქმით, მან ქართულ-ჩინურ მეგობრობაზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო.
ეს მართლაც ისტორიული და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, როდესაც ასეთი ზე სახელმწიფო, ერთადერთი მშვიდობიანი ზე სახელმწიფო, რომელიც ორიენტირებულია მოდერნიზაციაზე, განვითარებაზე, ვიცე პრეზიდენტი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ ვერ ნვახეთ ე.წ. ოპოზიციის და განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვერანაირი პოლიტიკური შეფასება ამ ვიზიტის. ისინი არიან დაბნეულები, ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება, შეაფასონ ასეთი მასშტაბის ვიზიტი.
მეც მქონდა შესაძლებლობა, სულ ახლახანს გადავიოღე დოკუმენტური ფილმი, რომელიც ეძღვნება ქართულ-ჩინურ მეგობრობას და ამ ფილმში არის აღბეჭდილი აი, ის ფასეულობები, რაც ჩვენ გვაერთიანებს, - თქვა სხდომაზე "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა.