პრესსამსახური სალომე ზურაბიშვილის პარიზში ვიზიტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

10.11.26 20:30
პრესსამსახური სალომე ზურაბიშვილის პარიზში ვიზიტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური მოწვევით პარიზის მშვიდობის ფორუმის (Paris Peace Forum) ფარგლებში დაგეგმილ სესიას - „Children First: A Global Commitment to Child Wellbeing“, ესწრება რომელზეც მთავარი სპიკერის სტატუსით  საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობს - ინფორმაციას ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ასევე, დღესვე ზურაბიშვილი ელისეის სასახლეში ფორუმის მონაწილეთა პატივსაცემად გამართულ ვახშამს დაესწრება.  

ხვალ, პარიზის დროით 11:00 საათზე, ფორუმის ფარგლებში გაიმართება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სპეციალური ინტერვიუ (Spotlight Interview) თემაზე: „Hybrid Threats on Democracy: The Case of Georgia“ („ჰიბრიდული საფრთხეები დემოკრატიის წინააღმდეგ: საქართველოს შემთხვევა“)"- წერია ინფორმაციაში.


 

მსგავსი სიახლეები