უწყვეტი პროტესტის 713-ე დღე -პარლამენტთან ხალხი დღესაც შეიკრიბნენ

10.11.26 22:15
უწყვეტი პროტესტის 713-ე დღე -პარლამენტთან ხალხი დღესაც შეიკრიბნენ

 უწყვეტი პროტესტის 713-ე დღე რუსთაველის გამზირზე - პროტესტში მყოფი ადამიანები  პარლამენტის წინ დღესაც შეიკრიბნენ. 

აქციის მონაწილეებმა სიმბოლური აქტივობები გამართეს და სამძიმერი გამოუცხადეს მზისა გაბეშიას ოჯახს. 

მზისა გაბეშია, სამოქალაქო აქტივისტი პენსიონერი 75 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

მარტვილელ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

მზისა გაბეშია დიდი ხნის განმავლობაში მარტვილის ცენტრში, მერიის წინ, მარტო იდგა და პროევროპულ აქციებს მართავდა.

მსგავსი სიახლეები