დასახელდეს, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელ საერთაშორისო აქტს - ოხანაშვილი სახდეპს პასუხობს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავეს გზავნილს არ ეთანხმება. ოხანაშვილი დასავლელი პარტიორებისგან მეტ არგუმენტაციას ითხოვს.
დასახელდეს კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, კონკრეტული ნორმა, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელ საერთაშორისო აქტს. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება. ზოგადი ფრაზებით დამატებით შეფასებას ვერ გავაკეთებ", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.