უნდა შევჯერდეთ მომავლისთვის - გიგი უგულავა პოლიტიკურ ამნისტიაზე
პოლიტიკური ამნისტიის მოლოდინში. შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება შერიგების აქტის გაფორმებაზე, ამ დრომდე უცნობია.
ოპოზიციის ნაწილი ამნისტიის გამოცემის ინიციატივით გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებს, ვისაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობები ეკავათ, დანაშაულებები ეპატიებათ, ამით კი პოლიტიკური ანგარიშსწორებებისა და დაკავებების სერია დასრულდება.
ოპოზიცია მზადაა, მხარი დიდ ეროვნულ შერიგებას დაუჭირიოს.
თუ არჩევანი არის, რომ მუდმივად ვიყოთ წარსულსა და შურისძიებაში, ვერასდროს შევთანხმდებით თუნდაც აწმყოს შეფასებაზე, მაგრამ უნდა შევჯერდეთ და შევთანხმდეთ მომავლისთვის. ეს არის ამნისტიის სიკეთე. - აცხადებს გიგი უგულავა.
ხელისუფლება თეორიულად მზადაა, მხარი ეროვნულ შერიგებას დაუჭიროს, თუმცა, მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება, რომ ოპოზიციის ლიდერებმა, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, საკუთარი დანაშაულები აღიაროს.