"პირველები" ვაკეში ნაცემი დაჩი ტვილდიანის დედას ესაუბრა
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელის, დაჩი ტვილდიანის ოჯახი გუშინ, თბილისის ცენტრში მომხდარ დაპრისპირებაზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს.
როგორც ნაცემი ბიჭის დედამ, ლიკა კინწურაშვილმა "პირველებს" უთხრა, მან არ იცის, ფიგურირებს თუ არა თავდასხმაში გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელმაც ციხე პრეზიდენტის შწყალების შედეგად რამდენიმე თვის წინ დატოვა.
კადრებში რომნელიც "პირველებს" წყარომ მიაწოდა, ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში 20-მდე პირი მონაწილეობს. თვითმხილველი ამბობს რომ ტვილდიანს ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
მოქალაქეების ნაწილი ამტკიცებს, რომ ვიდეო-მასალაში პრეზიდენტის მიერ ორი თვის წინ შეწყალებული გიორგი კაჭკაჭაშვილის მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი და მისი დაცვის წევრი, თემურ ქათამაძე ამოიცნეს.
სისხლიანი ანგარიშსრების ადგილზე "პირველებს" უდასტურებენ, რომ ადგილზე გუშინ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, გამოკითხეს თვითმხილველები.
როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.