ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი პროცესზე დაბრუნებას მოითხოვენ

11.11.26 16:11
ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი პროცესზე დაბრუნებას მოითხოვენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები - ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი სასამართლო პროცესზე დაბრუნებას მოითხოვენ.

 შესაბამის შუამდგომლობას ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციაში დატოვებენ

„გასაგებია, ეს რომ პროცესი არ არის. გუშინ კი დავარქვი ამას კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიცვალებულის გაპატიოსნება, მაგრამ დღეს უკვე გაპატიოსნების პროცესიც არ მიდის. ახლა შევიტანთ შუამდგომლობას და ვნახოთ, თავმჯდომარის გარეშე თუ დატოვებენ პარტიას“, - განაცხადა ნიკა გვარამიას.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სხდომიდან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები ნიკა გვარამია და მაია კოპალეიშვილი გააძევა. 

მსგავსი სიახლეები