თქვენ გოგლი-მოგლს ჭამდით, როცა მეუფე [იობი] პირადად ამხელდა ნაცებს - მამა შიო
"თქვენ გოგლი-მოგლს ჭამდით, როცა მეუფე [იობი] პირადად ამხელდა ნაცებს"- ასე პაუხობს მამა შიო უბილავა სამთავრობო პროპაგანდას, რომელიც დილიდან იმ ეპისკოპოსს უპირისპირდება, ვინც ამბიონიდან "ქართული ოცნება" გააკრიტიკა და თქვა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი თავი ამოწურა.
"ბიძინას მონები რომ იყავით, ეგ ხომ აქამდე ყველამ იცოდა, მაგრამ ლოგიკისგან და რეალობისგან შორს რომ იყავით, მაგისი ბოლომდე არ გვეჯერა"- დაწერა სასულიერო პირმა.
მისი თქმით,
"პეტრეს წასვლის შემდგომ როგორ შეეძლო მეუფე იობს პეტრეს ეპარქიაში ჩაბრძანებულიყო და იქ მეუფისთვის მითუმეტეს წირვა აღევლინა და ამბიონიდან შეესხა ხოტბა. მაგრამ თქვენს უნამუსობას და ბიძინას მონობას არ ააქვს ზღვარი, ეს ერთი ახლა მეორე სააკაშვილზე იძახდა მეუფე გამოუშვითო? მეუფემ ის თქვა, რომ იმ ადამიანის აქ ყოფნა არაფრის მომცემია საფრთხის გარდა, გაუშვით იქ, სადაც მას უნდა და იქ იყოს საქართველოს გარდაო, სააკაშვილი საქართველოს ციხესაც არ იმსახურებს იმდონის არაკაცია არაადამიანია და ქვეყნის მოღალატე.
კიდევ, რადგან ამ მთავრობაზე სიმართლეს ამბობ არ ნიშნავს იმას რომ ნაცი ხარ... და არც ნაცებზე რაიმეს თქმა ნიშნავს ქოცობას, თქვენ გოგლიმოგლს ჭამდით როცა მეუფე პირადად ამხელდა ნაცებს. და მიუთითებდა მათ არასწორ პოზიციაზე. მეუფის 1%-ი მაინც რომ გიყვარდეთ საქართველო მაგ ბინძურ სოროებში არიმუშავებდით და სიმართლის მხარეს დადგებოდით"- წერს მამა შიო უბილავა.