ივანიშვილს (ეკლესიასთან) დალაპარაკება "ქურდული გარჩევა" ჰგონია - ნიკა გვარამია
"ბიძინა ივანიშვილს (ეკლესიასთან) დალაპარაკება "ქურდული გარჩევა" ჰგონია" - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერი, ნიკა გვარამია "ოცნების" მიერ მეუფე იობის ქადაგებაზე გაკეთებულ საპასუხო კომენტარებს.
გვარამიას არ გამორიცხავს, რომმროველ-ურბნელი მიტროპოლიტის კრიტიკული განცხადებების შემდეგ ივანიშვილის მხრიდან მუქარა განახორციელოს და ეკლესიის საქმეებში ჩაერიოს.
"ქართულ ოცნებას", უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილს დალაპარაკება "ქურდული გარჩევა" ჰგონია. ეკლესიასთან დაკავშირებით მას არაერთხელ უთქვამს ის, რაც არც მისი საქმე იყო და არც სიმართლეს შეესაბამდებოდა, მუქარებიც მოგვისმენია მისი მხრიდან. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც იგივე მოხდეს. მაგრამ არ მგონია, რომ მეუფე იობმა სისუსტე აჩვენოს ამ ვითარებაში. მე მას სხვაგვარად ვიცნობ, არ არის ის სუსტი კაცი", - ამბობს ნიკა გვარამია.
ასევე ნახეთ:
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის განცხადებით, სუს-ის ფარული ჩანაწერების გასაჯაროების შედეგად ეკლესიამ მრევლის ნაწილი დაკარგა. სასულიერო პირის შეფასებით, ჩანაწერების გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. მეუფე იობი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ პატრიარქის კრიტიკა დასაშვებია.
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება კიდევ ერთმა მაღალმა იერარქმა გააკრიტიკა.