“ხელისუფლებამ თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა" - მიტროპოლიტი იობი
"განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება" -ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ "თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა".
"და ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ არ მივცეთ... რაღაცებზე ჩვენ უნდა ვამხილოთ. იოანე ოქროპირის ცხოვრება გვაქვს, ის იმპერატორს ამხელდა. დედოფალს ამხელდა. მაგრამ ვინ წავიდა მის წინააღმდეგ? ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი იერარქები. იმპერატორმა ისინი გამოიყენა იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მაგალითებით უნდა ვისწავოთ, წმინდათა ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ღირსეული მღვდელმთავარი განდევნილ იქნა ეკლესიიდან სწორედ ამ მთავრობასთან ახლო მყოფი მღვდელმთავრების ხელშეწყობით. არ შეიძლება ახლო ყოფნა. თქვენ იცით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზედაც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა, რომ არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება. არ შეიძლება. მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლება მიწების გაყიდვა. არც მეფეს არც ხელისუფლებას არც პატრიარქს არ აქვს უფლება ქართული მიწები გაყიდოს. იყიდება მიწები და ე.ი. ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაცებზე ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში.
"შეიძლება ზოგიერთმა თქვას, რომ თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება? თქვენ არ დაუჭირეთ მხარი? მაგრამ მე თავში ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ. მაგრამ უშეცდომო არავინ არის, არც ხელისუფალი არც პიროვნება. ჩვენ თუ არ მივუთითებთ მთავრობას რა შეცდომები აქვს დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ. ჩვენში მკვიდრობს სულიწმიდის მადლი, სასულიერო პირებში. და სრული ხედვა მოვლენების გაშიფრა და გაანალიზება შეუძლია მხოლოდ სასულიერო პირს. ასე რომ, ჩვენ კი არ ვმტრობთ, რა თქმა უნდა ბევრი კარგიც გაკეთდა, საქართველოში, მაგრამ ეს შედეგები სავალალოა.
განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავის შესაძლებლობები სრულად ამოწურა — ამ ხელისუფლებამ. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ იცვლება მთავრობები ასევე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ რომ არ იგრძნობა, ქვეყანაში აღარ არის ეროვნული ინტერესები. გადაყვნენ ეკონომიკურ სიძლიერეს, რომ ეკონომიურად გაძლიერდეს ქვეყანაო. ისმის კითხვა რატომ შენდება ამდენი კორპუსები, მშენებლობების ბუმია საქართველოში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში? ეი.ი უცხოტომელები? არის ისეთი პროგრამა , რომ ერის მოკვდინების პროგრამა არის სხვადასხვა ტომის შერევით სხვადასხვა კულტურის ადამიანების ჩანაცვლებით. ხომ შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას და დასაქმდეს ახალგაზრდები, სტიმული მიეცეს ოჯახებს, დაწესდეს მესამე შვილზე ათასი ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს ბინა გადაეცეს? ხომ შეიძლება გაკეთდეს, პატარა ქვეყანა ვართ. ვტრაბახობთ, რომ 100 მილიარდამდე გაიზარდა შემოსავლები საქართველოში, ვის ხმარდება ხომ ხედავთ რეები ხდება. კორუფცია ყვავის და აღებ მიცემობაა და იჭერენ თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ჰყავთ, პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი. სხვა მეზობლები ქვეყნები დაგვცინიან იცინა ჩვენზე. ტერორიები დავკარგეთ და ხმას არავინ არ იღებს. დავით გარეჯი ჩვენთვის მეორე იერუსალიმი არის. თუნდაც იმ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდეა საერთოდ, ახლა შემოგვაპარეს ისიც, რომ დაიგეგმა ეკლესიებში შესაწირი ტერმინალით უნდა გადაიხადოსო. ესეც ეკლესიის კონტროლი იქნება. რამდენი შესაწირი რამდენი ვისგან არის შესაწირი ეკლესიაში თანხა, სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ," — აღნიშნა მიტროპოლიტმა.