ევა გოცირიძე "ოცნებას": [პარტიების აკრძალვა] უფრო ეფექტური იქნება, თუ პოლიტიკური კულტურის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები?

11.11.26 20:05
ევა გოცირიძე "ოცნებას": [პარტიების აკრძალვა] უფრო ეფექტური იქნება, თუ პოლიტიკური კულტურის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები?

რატომ უნდა აიკრძალოს ხუთივე ოპოზიციური პარტია და საქართველოსთვის რა იქნება უფრო სწორი? - ეს კითხვა, საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ სარჩელის ავტორებს დაუსვა.

გოცირიძემ "ოცნებას" ჰკითხა, ოპოზიციის აკრძალვა უფრო ეფექტური იქნება თუ პოლიტიკური კულტურის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები, რაზე პასუხადაც არჩილ გორდულაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვას "ოცნება" პრევენციისთვის ითხოვს, რათა შემდეგ სხვებმაც ანალოგიური ქმედბებისგან სხვებმა თავი შეიკავონ. 

მოსამართლე ევა გოცირიძე: ნახეთ,  რა გამოდის, რომ მთლიანობაში 5-ზე მეტი პარტია, მაგალითად 10 იყოს არაკონსტიტუციური?ეს რაღაცა სტანდარტი, რაც თქვენ წარმოგიდგენიათ ძალიან დადაბლებული ხომ არ არის? საქართველოსთვის რა იქნება უფრო სწორი და სასამარგებლო, რომ დაიწიოს თუ უფრო მაღალაი სტანდარტი დაადგინოს. 

არჩილ გორდულაძე:  პრობლემა არის საქართველოს დემოკრატიისთვის, როდესაც ამდენი პარტია არსებობს, რომელიც მიზანმიმართულად, ერთობლივად და სსტემატიურად არღვევენ კონსტიტუციას.  მთავარი არ არის რაოდენობა, არამედ დარღვევის ხარისხი. 

მოსამართლე ევა გოცირიძე: ასეთი მეთოდები უფრო ეფექტური იქნება თუ პოლიტიკური კულტურის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები? რას ფიქრობთ?

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ დადასტურდება, რომ იმ ფაქტების ჩადენა, რაც ჩვენს სარჩელში გვაქვს მითითებული, არის კონსტიტუციის დარღვევა და ეს იქნება სხვა პარტიებისთვის პრევენცია, რომ აღნიშნული ქმედებებისგან თავი შეიკაონ.  ამ პროცესსაც კი პრევენციული მიზანი აქვს და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს წარმოდგენა იმისა, რომ ასეთი შედეგიც დადგება, რომ ზუსტად ამ ქმედებების შეფასების და სასამართლოს დადასტურების, რომ ესენი დიახაც არიან კონსტიტუციის დამრღვევევი, სხვა პარტიებმა იგივე არ უნდა ჩაიდინონ. 

მსგავსი სიახლეები