დღეს მართლაც სულ სხვა ადამიანია - ვარშალომიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

09.12.21 13:26
დღეს  მართლაც სულ სხვა ადამიანია - ვარშალომიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

"დღეს  მართლაც სულ სხვა ადამიანია", - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მისმა თანამებრძოლმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ თქვა.  ვარშალომიძის თქმით,  მესამე პრეზიდენტი  თავს სუსტად გრძნობს.

მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ 30 წელზე მეტია, ვიცი მისი ენერგია, მაგრამ დღეს  მართლაც სულ სხვა ადამიანია. ის სისუსტე, რაც მოძრაობის არარსებობა შეიძლება ითქვას, ძირითადად ზის.  რაც მთავარია მხნედაა, მიზანმიმართულია გამარჯვებისთვის. ვისაუბრეთ ბევრ თემაზე. აქ ყველა ვთანხმდებით, რომ სააკაშვილის მიმართ მიდის პოლიტიკური მართლმსაჯულება", - თქვა ვარშალომიძემ.

 

მსგავსი სიახლეები