ხელისუფლების მიზანია, "ტვ პირველი" აღარ იყოს - ნოდარ მელაძე
"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, შეფასებით, "ქართული ოცნება" კრიტიკული ტელევიზიების ჩახშობას ცდილობს. ამის შესახებ ნოდარ მელაძემ ანა ახალაიას "დღის ამბებში" ისაუბრა.
ხელისუფლება ხვდება, რომ როდესაც უნდა ვინმე დაჩაგროს, ვინმეს მოპაროს, ამას ვერ ახერხებს მარტივად იმიტომ, რომ ეს ამბავი მიდის ხალხამდე. ამიტომ არის ხელისუფლების მიზანი, რომ "ტვ პირველი" აღარ იყოს, აღარ იყოს "კავკასია", "ფორმულა", ინტერნეტგამოცემები, რომლებიც დისკომფორტს შეუქმნის. დღეს ჩვენ გავიღვიძეთ რეალობაში, რომ "ქართული ოცნების" 9 წლიანი მმართველობის პერიოდში პირველად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრის", - თქვა ნოდარ მელაძემ.