მოსამართლე ნადარაია გიორგი სიორიძეს: ახლა ლექციის ჩატარება არ გვინდა
„ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ პარტიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის საკითხი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, მათ დაკომპლექტებაზე მმართველი ძალის გავლენასა და კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგებას დაუკავშირა.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა დღეს თქვა, რომ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარი წაშლილია. როდესაც გიორგი სიორიძე სახელმწიფო მიტაცების 4 ძირითად პოსტულატზე საუბარი დაიწყო, მას სიტყვა გააწყვეტინა მოსამართლე რევა ნადარაიამ და უთხრა: "ახლა ლექციის ჩატარება არ გვინდა".
გიორგი სიორიძე: ძირითადად პარტიასა და ხელისუფლებას შორის ზღვარი წაშლილია, როდესაც სახეზე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცების შემთხვევა. დავიწყოთ სახელმწიფო მიტაცების 4 ძირითადი პოსტულატით....
მოსამართლე რევაზ ნადარაია: მოდი არ გვინდა რა, მოკლედ ბატონო გიორგი. თქვენ გგონიათ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი სასამართლოს არ აქვს? ახლა ლექციის ჩატარება არ გვინდა.
გიორგი სიორიძე: ლექციას არ ვაპირებ. თქვენ ჩემგან რა გაინტერესებთ, მე სად ვხედავ ზღვარს ხომ? როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ დაკომპლექტებაზე ზეგავლენა აქვს მმართველ პარტიას, მაგალითად პარტიას რომელიც არის უმრავლესობაში, შეუძლია აირჩიოს გენერალური პროკურორი, როცა შეუძლია აირჩიოს სუს-ის უფროსი, ცესკოს თავმჯდომარე და ცეკოს წევრები, როცა საკუთარი პარტიული რესურსი როდესაც ჰყოფნის და საკუთარი კანდიდატი შეუძლია გაიყვანოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს საუბარი, პარტიის ფაქტობრივ დომინაციაზე. როდესაც ჩნდება მიუკერძოებულობაზე, როდესაც კონკრეტული პირის არჩევის გამო უარი თქვან კანონმდებლობით გათვალისწინებულ განაწესზე, როგორც მოხდა მაგალითად 2022 წელს და ამის შემდეგ კანონი შეცვალეს. მაგალითად როგორ შეიძლება პარლამენტმა დაარღვიოს კანონი, მიიღოს არაკონსტიტუციური კანონი ხო? ოღონდ ამისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების აქტების შემთხვევაში, ეს პირიქით კანონით არის გათვალისწინებული", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.