სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

12.11.26 13:52
სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონს აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს ქართველი ხალხის “ნამდვილ მეგობრად“ მოიხსენიებს და  წარმატებებს უსურვებს.

„ვულოცავ ჯო უილსონს, ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობარს. ჩვენი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური გზის მიმართ თქვენს მხარდაჭერას ღრმად ვაფასებთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

  • სამხრეთ კაროლინას შტატის მეორე საარჩევნო ოლქში ჩატარებულ კონგრესის შუალედურ არჩევნებში, მოქმედმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა (147 785 ხმა) „დემოკრატი“ ზაიონ ხალიფა (144 945 ხმა) დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები