ივანიშვილი ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად - მიხეილ სააკაშვილი
თავის ახალ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელისუფლება თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის ემზადება. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მმართველ გუნდს სურს მოსახლეობაში აქტიურობის ტემპის დაგდება და ნიჰილიზმის დანერგვა.
მიხეილ სააკაშვილი დეკემბერში დიდ საპროტესტო აქციას აანონსებს.
რას შვება ივანიშვილი? ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად.
რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? - პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს, რაზე ვთანხმდებით. ჩემის აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორეს მხრივ თავისუფლება - არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიის და თავისუფლება ძალადობისგან.
ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს. საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა. ძალა ერთობაშია! - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.