პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს- ჩხოროწყუს საკრებულოს არჩევნები სკანდალური შედეგით დასრულდა

09.12.21 15:37
 პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს- ჩხოროწყუს საკრებულოს არჩევნები სკანდალური შედეგით დასრულდა

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13, ხოლო "საქართველოსთვის" წევრმა შოთა წურწუმიამ - 12 ხმა მიიღო,  ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა- ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია.

კენჭისყრა სკანდალური შედეგით დასრულდა. ,,ოცნებამ", რომელიც ჩხოროწყუს თვითმმართველობით ორგანოში 12 დეპუატატით არის წარმოდგენილი,  13 ხმა აიღო. 

გახარიას პარტია ,,ნაცმოძრაობას" მმართველ პარტიასთან ალიანსში ადანაშაულებს

,,ოცნებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აქვს 12 მანდატი. იმის გათვალისწინებით, რომ ,,ნაცმოძრაობას" თავისი კანდიდატი არ ჰყავდა თავმჯდომარის არჩევნებში წამოყენებული, ,,ოცნების კანდიდატმა აიღო 13 ხმა, ჩვენმა წარმომადგენელმა კი 12 ხმა. ერთი ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა. 

ფაქტია, რომ ,,ნაცმოძრაობის" ნაწილი პირდაპირ კოლაბორაციონისტულ გარიგებაში სევიდა ,,ოცნებასთან" და დაგფა ეს შედეგი. და დღევანდელ კონკურსში ჩვენმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა საჭირო ხმები - აცხადებს ბერდია სიჭინავა, გახარიას პარტიის წევრი.

,,ოცნების" კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას,  დეპუტატები ხელახლა უყრიან კენჭს. კანონის მიხედვით,  თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ყველაზე მეტი ხმების მიმღებ კანდიდატს კენჭი ხელახლა უნდა უყარონ. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. 

ჩხოროწყუს საკრებულოში 27 დეპუტატია, აქედან ,,ოცნებას" 12 წარმომადგენელი ჰყავს, ,,ნაცმოძრაობას" -7, გახარიას პარტია -7, ხოლო ,,ლელოს" 1 დეპუტატი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები