მიხეილ სააკაშვილის პროცესი - მოსამართლემ ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდების და დაცვის ყველა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეს მტკიცებულებები დაერთო.
დაცვის მხარე ითხოვდა, რომ მტკიცებულებად დაშვებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებები დაირღვა.
ადვოკატები ასევე პოლიციელების დაკითხვას ითხოვენ. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლოში 12 პოლიციელი ჩვენებას სააკაშვილის საქმეზე მისცემს.