"რევოლუციურ გზაზე რას გვეტყვით, მისაღებია თქვენთვის რევოლუციური გზა?" - ევა გოცირიძის კითხვა ენმ-ის და ოპოზიციის პასუხი

12.11.26 21:07
"რევოლუციურ გზაზე რას გვეტყვით, მისაღებია თქვენთვის რევოლუციური გზა?" - ევა გოცირიძის კითხვა ენმ-ის და ოპოზიციის პასუხი

2003 წლის ვარდების რევოლუცია იყო მშვიდობიანი ქართველი ხალხის გამარჯვების რევოლუცია - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. 

რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ევა გოცირიძის კითხვის საპასუხოდ.

თავის მხრივ მოსამართლის კითხვა ასე იყო ფორმურილებული: "რევოლუციურ გზაზე რას გვეტყვით, მისაღებია თქვენთვის რევოლუციური გზა?"

ჩვენი თვითმიზანი არ არის ბოიკოტი. საქართველოს მოქალაქეებს დღეს მოსაპოვებელი აქვთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება, იმიტომ, რომ ეს უფლება არ გვაქვს, მხოლოდ ფორმალურად გვაქვს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. ეს თქვა ეუთო/ოდირმა, ეს თქვა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ.

ამის გათვალისწინებით, კი, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მოიპოვონ მშვიდობიანი რევოლუციის უფლება"- თქვა წითლიძემ. 

მსგავსი სიახლეები