თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა - კალაძე ერიკა ოლსონზე
"თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა" - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახი კალაძე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის, კრიტიკულ გზავნილს. კალაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ არ იცის, ვინაა ერიკა ოლსონი.
კახა კალაძემ კრიტიკული გზავნილი უპასუხოდ დატოვა და ყურადღება ოლსონის რეგალიაზე გაამახვილა.
თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? ვაა... არ ვიცოდი. საერთოდ არ ვიცი, რაზე საუბრობთ“, - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის შეერთებული შტატებისგან უმწვავესი გზავნილი მიიღო. შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ქვეყანაში მიმდინარე ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განხორციელების მიმართულებით.