მიიღეთ ყველა ზომა რამიზ რამაზანოვის უსაფრთხოების და ღირსების დასაცავად - მესამე სექტორი
მიიღეთ ყველა ზომა რამიზ რამაზანოვის უსაფრთხოების და ღირსების დასაცავად - დმანისში გაუჩინარებული დეპუტატის საქმით არასამთავრობო სექტორი შეშფოთებულია. 5-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გომელაურის უწყებას და პროკურატურას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
დმანისში ცოტა ხნის წინ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტები ჩავიდნენ, რომელებიც რამიზ რამაზანოვის ოჯახის წევრებთან შეხვედრას გეგმავენ. ცენტრის დამფუძნებლის, თამთა მიქელაძის თქმით,
ჩვენ რაიმეახალი, განსაკუთრებული ინფორმაცია არ გავქვს, ჩვენ ვიცით, რომ ბატონი რამიზი მის ოჯახთან არის კავშირზე, ის ცოცხალია და სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან აქვს, თუმცა სად იმყოფება, რა არის ამ ორი დღის განმავკლობაში მისი სახლში არყოფნის მიზეზი, ამას ის არ განმარტავს. ალბათ დრო გავა და ამას უფრო ნათლად დავინახავთ. ის, რომ ნამდვილად ჩნდება ეჭვები პოლიტიკური ზეწოლისა და შევიწროების, ეს აშკარაა. ჩვენ ასეთი გამოცდილებები ვიხილეთ სხვა რეგიონებშიც, - ამბობს მიქელაძე.
მეორე დღეა დმანისის საკრებულოს დეპუტატს ოჯახი და თანაგუნდელები უშედეგოდ ეძებენ. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ის ტყვედ "ქართულმა ოცნებამ" აიყვანა.