რადიო თავისუფლება: მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება

13.11.26 16:55
რადიო თავისუფლება: მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ყაველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლუკა ეხვაიას გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება.

ათონელის სასახლეში მისულ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტსა და დელეგაციას 6 ნოემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ნაცვლად ლუკა ეხვაია დახვდა და სასახლეში შეაცილა. ამას შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალაც ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ათონელის სასახლეში დელეგაციის სტუმრობისას დაშვებული პროტოკოლური ხარვეზის გამო, ეხვაიას გარდა, ადმინისტრაციის დატოვება პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელსაც მოუწია

ინციდენტის ზუსტი გარემოებების გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ლუკა ეხვაია სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.

მსგავსი სიახლეები