საგარეო: ბრიუსელში დღეს დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია.
ინფორმაცია "პირველებს" უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.
16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს. ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის"- აცხაებენ უწყებაში.
ცნობისთვის, ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი გუშინ ამბობდა, რომ დაესწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს ბრიუსელში, სადაც საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ - ელჩის დონეზე მიიწვიეს.
„დაპატიჟებული ვარ და”, - უთხრა მან „პუბლიკას” ბრიუსელში, ევროკავშიროს გაფართოების ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე.
ბრიუსელში დღეს გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალი გაიმართება.