ირაკლი ღარიბაშვილთან პროკურორი დღეს შევა
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ირაკლი ღარიბაშვილთან პროკურორი დღეს შევა. გამოძიებას ექს-პრემიერის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აქვს კითხვები.
ყოფილ პრემიერთან პროკურორი და ადვოკატები 14:00 საათზე შევლენ.
ცნობილია, რომ ღარიბაშვილი გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები, სოსო ბარათაშვილი და ნათია თამაზაშვილი, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდნენ და მტკიცებულებები წარუდგინეს. დაცვის მხარე პროკურატურის უმოქმედობაზე რეაგირებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყება მიზანმიმართულად არ იძიებს ექსპრემიერის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს. ადვოკატები ღარიბაშვილის საქმის დახურულ სასამართლო სხდომებზე განხილვასაც აპროტესტებენ.