საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობას მოაქვს - ბრაჟე

16.11.26 12:13
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობას მოაქვს - ბრაჟე

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობას მოაქვს - განცხადება ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიმა ბაიბა ბრაჟემ  ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, ეს თითოეული ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა დაკავშირებადობის სამიტში.

ყველა ქვეყნის სუვერენული არჩევანია, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ამა თუ იმ შეხვედრაში , ან რა შესაძლებლობები შექმნას და გამოიყენოს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. საქართველოს მთავრობამ აირჩია, რომ არ ისარგებლოს ამ სიკეთეებით ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში -  ეს მათი არჩევანია. თუმცა, ვფიქრობ, ხალხი სხვანაირად ფიქრობს"- ამბობს ბრაჟე.

მსგავსი სიახლეები