კობახიძემ ბიზნესთან შეხვედრაზე "მუდმივი დიალოგის" აუცილებლობაზე ისაუბრა

16.11.26 12:26
კობახიძემ ბიზნესთან შეხვედრაზე "მუდმივი დიალოგის" აუცილებლობაზე ისაუბრა

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მუდმივ დიალოგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ხელისუფლების ფუნქცია ეკონომიკური ზრდისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაა, ხოლო ეკონომიკის განვითარებაში მთავარი როლი ბიზნესს ეკისრება.

კონფერენციაზე, სახელწოდებით „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“, კობახიძემ აღნიშნა, რომ არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას ხელისუფლებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით ახერხებს.

მან ბიზნესის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრებების რეკომენდაციების მოსმენა ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ბიზნესის კიდევ უფრო უკეთესი პირობების შექმნასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მომავალშიც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ განვაგრძოთ საქმიანი დიალოგი თქვენთან ერთად. სწორედ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ არის ურთულესი გლობალური გამოწვევები, არის საკმაოდ უარყოფითი გლობალური ტენდენციები ჩვენ სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნებას. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ბიზნესმენს, მეწარმეს თქვენი წვლილისთვის, იმ წვლილისთვის, რაც თქვენ შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები