კობახიძე ლაშა ნაცვლიშვილის მიერ წმინდა სინოდის წევრის გინების ფაქტს მომხდარიდან მეექვსე დღეს გამოეხმაურა
"ლაშა ნაცვლიშვილს პარტიასთან არავითარი კავშირი არ აქვს, თავის დროზე სერიოზული როლიც ჰქონდა, თუმცა, დღეს არავითარი კავშირი არ აქვს"- ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერის მიერ მეუფე იობის გინების ფაქტს.
მისი თქმით, ასეთი ტიპის უხეში შეურაცხმყოფელი განცხადებები მისთვის მიუღებელია.
კობახიძე ამბობს, რომ Facebook სტატუსზე შესაბამის ორგანოს წარმოება დაწყებული აქვს და სწორედ ისინი მიიღებენ მონაწილეობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა ლაშა ნაცვლიშვილის მიერ მეუფე იობის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული გინების გამო ადმინისტრაციული საქმის წარმოება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" 14 ნოემბერდს, შს სამინიატროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა - პროპაგანდისტმა პოსტი სოციალურ ქსელში მას გამოაქვეყნა, რაც 10 ნოემბერს ქადაგებისას მეუფე იობმა "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.
"განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა"
ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო “ქართული ოცნების” მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. იყო პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.