ევროკავშირი რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას ითხოვს​

16.11.26 12:47
ევროკავშირი რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას ითხოვს​

ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ჯარების გაყვანას ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად მისი ჯარებია განთავსებული - განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა გააკეთა.

„ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები ასევე მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც რუსეთს ამჟამად თავისი ჯარები ჰყავს განთავსებული, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს გაეროს წესდება და მას უნდა მივყვეთ. ასე რომ, დიახ, ეს მოთხოვნაც ჩვენს დღის წესრიგშია”, - თქვა კალასმა, „ევროსკოპის” კითხვის საპასუხოდ.

მან საქართველოს დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს მთავრობის არ ჩასვლის ფაქტიც შეაფასა: 

„შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის პარტნიორებთან ბევრი რამ გვაქვს განსახილველი. ზოგჯერ ზოგიერთი მათგანი შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა ბევრი მინისტრი ჩამოდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ კონკრეტული, რეალური შედეგების მიღწევასაც“ - განმარტა  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები