კობახიძე ხსნის, რატომ არ წავიდა მთავრობა ბრიუსელის მინისტერიალზე

16.11.26 14:03
 კობახიძე ხსნის, რატომ არ წავიდა მთავრობა ბრიუსელის მინისტერიალზე

"სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი. სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება", - განცხადება ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალში არ მონაწილეობის მიზეზებე საუბრისას გააკეთა. 

რაც შეეხება გაფართოების ფორუმზე არმიწვევას კობახიძე ამბობს, რომ ეს მათთვის არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

სუვერენიტეტის პრობლემაა აშკარად. სუვერენულად რომ მოქმედებდეს ევროპული ბიუროკრატია, ამ შემთხვევაში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, იქნებოდა მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთისგან იზოლაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველო ევროპისთვის რჩება ერთ-ერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებაში. როდესაც ასეთ დროს ხელოვნურად ქმნი პრობლემას, როდესაც ასეთ დროს აფერხებ ღია და გამჭვირვალე დიალოგს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია კიდევ ერთხელ არ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ნოემბერს ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება. 

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონთაშორისი დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მეორე მინისტერიალში.

ამას გარდა, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმს უმასპინძლებენ, სახელწოდებით "უფრო ფართო ევროპა — უფრო ძლიერი ევროპა". ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიწვეული არ არიან