ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

16.11.26 14:42
ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

 ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი ხვალ, 17 ნოემბერს გამოცხადდება - ინფორმაცია ჟურნალისტის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.  

თბილისის საქალაქო სასამართლოშ ი სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.  პროცესი ღია რეჟიმში ჩატარდება.

 ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე - ელისო კილაძეს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას ედავებიან.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები