მიტინგის ორგანიზატორი ელენე ხოშტარია ნამდვილად არ ყოფილა - ნიკა გვარამია

16.11.26 15:22
მიტინგის ორგანიზატორი ელენე ხოშტარია ნამდვილად არ ყოფილა - ნიკა გვარამია

 

 

პარტიის გადაწყვეტილება პიროტექნიკის შეძენა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა - ასე უპასუხა  "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვის საპასუხოდ.

პიროტექნიკის შეძენა, რასაც ელენე ხოშტარია აცხადებს მოცემულ განცხადებაში, თქვენი კოალიციას ერთობლივი გადაწყვეტილება იყო? - ასე ჟღერდა გიცირიძის შეკითხვა. 

პიროტექნიკის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას, როგორც მახსოვს მაშინ აკრძალული არ იყო, რომც ყოფილიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა და მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო გამოყენებული, ასე ვთქვათ, პოლიციელების წინააღმდეგ, როგორც იარაღი მათთვის, ასე ვთქვათ, ზიანის მისაყენებლად. მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე და არც არაფერი არ დადგენილა" - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისივე თქმით,  ელენე [ხოშტარია] იყო შეიძლება ამ კვერცხის თუ სნიკერსის, თუ პლედების [ახსენა მოსამაღთლემ] შესყიდვის ორგანიზატორი, მაგრამ მიტინგის ორგანიზატორი ის ნამდვილად არ ყოფილა.

"მიტინგს პოლიტიკური პარტია არ ჰყავდა ორგანიზატორად" - თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები