"საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია"​ - კობახიძე

16.11.26 15:13
"საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის, დამაზიანებელია"​ - კობახიძე

სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია -  ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, 16 ნოემბერს განაცხადა.

"ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები", - უთხრა მედიას პრემიერ-მინისრმა.

მისივე თქმით, სასულიერო პირების მხრიდან რაიმე კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლების წევრები მზად არიან შეხვდნენ, თუმცა არა საჯარო პოლემიკის ფორმატში.

თქვენ იცით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მთელი კამპანია იყო გაჩაღებული, ამ კამპანიაში ჩართულები იყვნენ ე.წ ენჯეოები, “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებული ტელევიზიები, მედიასაშუალებები და სხვა სუბიექტები, ჩვენ ამ წლების განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეკლესია ასეთი თავდასხმებისგან დაგვეცვა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალში პროცესები ისე გაგრძელდება, როგორც ეს არის ეკლესიისა და ქვეყნის ინტერესებში.

ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის როგორც ეკლესიისათვის ასევე ქვეყნისათვის არის დამაზიანებელი. ეს უნდა გაიაზროს, როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა. შესაბამისად ჩვენ საჯარო პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით შეხვედრისა და საუბრისთვის, მზად ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის. საუბარს, შეხვედრასა და დისკუსიას ყველას ვთავაზობთ, ამისათვის აბსოლუტურად ღია ვართ. საჯარო პოლემიკა არის არასწორი და ამას ვეტყოდი ყველას, როგორც სასულიერო პირს ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.

აღნიშნული ქადაგების შემდეგ, მეუფე იობს "ოოცნების" მხარდამჭერმა, ლაშა ნაცვლიშვილმა აგინა. თავის მხრივ მმართველი პარტიის ზოგოერთმა წევრმა ეპისკლოპოსი პოლიტიკური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა. 

 

მსგავსი სიახლეები