არ ვყოფილვარ 4 ოქტომბრის აქციაზე, ციხეში ვიყავი - გვარამიას პასუხი ნადარაიას

16.11.26 16:16
არ ვყოფილვარ 4 ოქტომბრის აქციაზე, ციხეში ვიყავი - გვარამიას პასუხი ნადარაიას

არ ვყოფილვარ 4 პქტომბრის აქციაზე,  ციხეში ვიყავი - ასე უპასუხა "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რამაზ ნადარაიას შეკითხვას. 

რაც შეეხება პარტიის სხვა ლიდერების მონაწილეობას, გვარამიას თქმით, 4 ოქტომბერს პთხივე ლიდერი ციხეში იყო. 

„ვერ გეტყვით, [ვინ იყო აქციაზე] ციხეში ვიყავით ოთხივე. ინფორმაცია როგორ უნდა მომეკითხა, ციხეში ვიყავით ოთხივე. პარტიის პოზიცია იყო, რომ ის არ მონაწილეობს ამ აქციაში... უამრავი ადამიანი მივიდა [4 ოქტომბრის აქციაზე]. ჩვენთვის ეს პარტიული ღონისძიება არ იყო, იქ სადაც პარტია იღებს მონაწილეობას. როცა ვიღებთ მონაწილეობას, მარტივად ვამბობთ ხოლმე. აგერ მაგალითად, უკვე დაანონსებულია 28 ნოემბერს აქცია, შეგიძლია მოხვიდეთ, ევროკავშირის მხარდასაჭერი აქციაა.

რა თქმა უნდა, როცა ვაანონსებთ, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ძალადობრივი აქცია არ იქნება. მაგრამ როცა პარტიის წევრები იქ მიდიან და ესწრებიან, მათი გაკონტროლება შეუძლებელია, არც სასურველი არაა ადამიანების გაკონტროლება“,- განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები