მოსამართლის კითხვა: ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას ჰკითხა - ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნა ვნებს თუ არა სახელმწიფო ინტერესებს.
მისი შეკითხვა ასე იყო ფორმულირებული: "სად გადის ზღვარი ხელისუფლების კრიტიკასა და სახელმწიფოს მიმართულ ქმედებებს შორის? არ ავნებს სახელმწიფო ინტერესებს?“
ხელისუფლება არაა სახელმწიფო - საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური გამოხატვა ოპოზიციური პარტიისთვის მისი ამომრჩევლის ინტერესის დაცვას ნიშნავს, მისი ამომრჩევლის უმრავლესობა კი მოითხოვს, რომ მმართველი პარტია ყველა ვითარებაში იყოს შევიწროებული.
ხელისუფლება არ არის სახელმწიფო. კონსტიტუციური წყობილების დამხობა არ არის. ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად რაც არ უნდა გააკეთო პოლიტიკური შინაარსის, ამის მიმართება სახელმწიფოსთან, ამ სანქციის კუთხით ამის ატრიბუცია პარტიასთან არის სრულიად გამორიცხული თეორიულადაც კი.
მაგალითად, სანქცია ბიძინა ივანიშვილზე რით ვნებს ამ ქვეყანას? ან სანქცია იმ პარლამენტის წევრებზე, რომლებიც ახლა სარჩელით შემოდიან და უნდათ, რომ უბრალოდ გააუქმონ [ოპოზიციური პარტიები], ეს არის კონსტიტუციური წყობილების დამხობა. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია რომ გაუქმდება, რომელ პლურალიზმზე ვლაპარაკობთ და რომელ კონსტიტუციით დაცულ მრავალ პარტიულობაზე?“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მსგავსი სიახლეები
ღარიბაშვილის ადვოკატებმა სავარაუდო მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს
საქმე ეხება წერილს, რომელიც ექსპრემიერის მტკიცებით, მასთან ივანიშვილმა მდინარაძის სახელით შეაგზავნა და რომელიც არჩადენილი დანაშაულის აღიარების მოთხოვნას და მუქარას შეიცავდა.