"ოცნებამ" თავისი რესურსი ამოწურა და გადავიდა მილევის პროცესში - სამადაშვილი ტიკარაძის გადადგომაზე

10.12.21 10:55
"ოცნებამ"  თავისი რესურსი ამოწურა და გადავიდა მილევის პროცესში - სამადაშვილი ტიკარაძის გადადგომაზე

ფრაქცია "ლელოს" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას, "ოცნების" დაშლის პროცესის შემადგენელ ნაწილად აფასებს. სამადაშვილის აზრით, ქვეყანაში არსებული საგანგაშო კოვიდპანდემიის პირობებში არა ჯანდაცვის მინისტრი, არამედ მთელი მთავრობა უნდა გადადგეს. 

ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს, როცა ესეთი სავალალო შედეგია და ყოველდღე ჩვენ უამრავი ადამიანი გვეღუპება. წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული ჯანდაცვის მინისტრი ტოვებს ხელისუფლებას, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს აჩვენებს, რომ ამოწურა "ქართულმა ოცნებამ"  თავისი რესურსი და გადავიდა მილევის პროცესში", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები