დაპირისპირება არ იგრძნობოდა - კუჭავა ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის განხეთქილებაზე

10.12.21 11:10
დაპირისპირება არ იგრძნობოდა - კუჭავა ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის განხეთქილებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ამტკიცებს, რომ ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. 

ხშირად როცა ვიკრიბებოდით ჩვენ, არც კი იგრძნობოდა  რამე დაპირისპირება. გადადგომებზე არამხოლოდ ტიკარაძის, ნებისმიერ მინისტრზე ყოველდღიურად მიდის ჭორაობა, შემდეგ როცა ხდება ფაქტი, ამბობენ ხო ვამბობდით. 3 წელი იყო ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი, 3 წლის შემდეგ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, დეტალებზე თვითონ ისაუბრებენ",  - ამბობს კახა კუჭავა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. განცხადებას წინ უძღოდა დაპირისპირება და აზრთასხვადასხვაობა მინისტრსა და მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს  შორის.  

მსგავსი სიახლეები