სავალდებულო ვაქცინაცია ეწინააღმდეგებოდა ამხანაგი ღარიბაშვილის მოსაზრებებს - სურგულაძე
"ლელოს" წევრი, ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას, ტიკარაძესა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირებას უკავშირებს. სურგულაძის თქმით, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობა მის განსხვავებულ მოსაზრებებს შეეწირა.
დაპირისპირება იყო მუდმივად, მაშინაც როცა ნიღბები მოიხსნა. ქალბატონმა ექს-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ განვიხილავთ სავალდებულო ვაქცინაციას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამხანაგი ღარიბაშვილის მოსაზრებებს", - ამბობს ვატო სურგულაძე.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.