დმანისი დაპირისპირების მოლოდინში - ოპოზიციის დეპუტატი კვლავ გაუჩინარებულია
დმანისში ოპოზიციის დეპუტატი, რამაზ რამაზანოვი უკვე მე-4 დღეა გაუჩინარებულია. დმანისში კი საკრებულოს სხდომა ამ წუთებში უნდა დაიწყოს, სადაც არ არის გამორიცხული რამაზანოვი გამოჩნდეს და ხმა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მისცეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რამაზანოვზე ზეწოლა სწორედ მმართველი გუნდის მხრიდან ხდება, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად მისი ხმა გადამწყვეტი იქნება. საკრებულოს შენობასთან "ოცნების" მხარდამჭერები არიან შეკრებილი. მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.
ოპოზიცია, ჯერჯერობით, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. ზეწოლის ქვეშ მყოფი დეპუტატის ხმა დმანისში "ქართული ოცნების" გავლენის გასამყარებლად შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.