შერჩევითი მართლმსაჯულება და პოლიტიკური შურისძიება - ევროპის საბჭოს დელეგაცია ოპოზიციას ხვდება
ევროპის საბჭოს დელეგაციას ოპოზციასთან შეხვედრებს მართავს.
ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები "ნაცინალური მოძრაობის" წევრებს შევხდნენ. ამ წუთებში შეხვედრა "სტრატეგია აღმაშენებელთან" მიმდინარეობს.
შეხვედრაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, პროცესებზე, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მართლმსაჯულებასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ გვინდა, ქვეყანაში კრიზისი იყოს დაძლეული, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შერჩევითი მართლმსაჯულება და შურისძიება. ცხადია, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ ის არის წამების, არაადამიანური მოპყრობის, დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, პოლიტიკური დევნილი და შურისძიების მსხვერპლი.
ვხედავთ ჩვენი პარტნიორების ძალიან მწვავე და კრიტიკულ დამოკიდებულებას ბოლო პერიოდში. ბოლო განცხადება იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის და ამაზე ხელისუფლების პასუხი, ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ რეფორმებზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, თავის შეცდომებზე, მათ აქვთ ირონიული დამოკიდებულება. საბოლოო ჯამში, ეს მათვე დააზიანებს პოლიტიკურად", - თქვა აკაკი მინაშვილმა.